რიანა ფანებს ეხუმრა

281

სოციალურ ქსელ ტვიტერში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როდის გამოუშვებს ბარბადოსელი მომღერალი რიანა ბოლო ალბობს. ამასთან დაკავშირებით რიანამ ხუმრობით უპასუხა: – „მრავალწერტილი! გაგრძელება იქნება. მიყვარს, როდესაც ჩემ ფანებს ვაღიზიანებ“.

ცნობისთვის, 2019 წელს რიანამ განაცხადა, რომ ალბომს წლის ბოლომდე გამოუშვებდა. თუმცა, ალბომის გამოშვების თარიღს ახლაც ასაიდუმლოებს.

9 გრემის მფლობელი მომღერალი მუსიკალური საქმიანობის გარდა, კოსმეტიკის, ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდების შექმნითაა დაკავებული.