ელტონ ჯონი „ოსკარის“ მფლობელია

271

„ოსკარების“ დაჯილდოების რიგით 92-ე ცერემონიაზე მუსიკალური კატეგორიის გამარჯვებულები გამოავლინეს.

ნომინაციაში, საუკეთესო მუსიკალური თემის შექმნისთვის ჯილდო ისლანდიელ კომპოზიტორ, ჰილდურ გუდნადოტირმა გადასცეს. მუსიკოსმა ნაწარმოები ფილმ „ჯოკერისთვის” დაწერა.

რაც შეეხება ფილმისთვის დაწერილ საუკეთესო სიმღერის ნომინაციას, გამარჯვებული ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი გახდა. მან კომპოზიცია (I’m Gonna) Love Me Again ბიოგრაფიული ფილმისთვის Rocketman შექმნა.

ცნობისთვის, „ოსაკრების“ დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა, სადაც 24 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს.