იტალიელი საოპერო მომღერალი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

117

იტალიელი საოპერო მომღერალი, მირელა ფრენი 85 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მირელა ფრენი 1935 წლის 27 თებერვალს მოდენაში დაიბადა. მისი საოპერო დებიუტი 1955 წელს მოდენის საქალაქო თეატრში შედგა. 1963 წლიდან ფრენი მილანის თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა. 1965 წლიდან კი Metropolitan Opera-ში მღეროდა.