მადონამ ლონდონის Palladium-ის თეატრის თანამშრომლები შოუს ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა

218

ამერიკელმა მუსიკოსმა, მადონამ ლონდონის Palladium-ის თეატრის თანამშრომლები შოუს ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. როგორც მუსიკოსი ამტკიცებს, სცენაზე ფარდა ბოლო სიმღერის დასრულებამდე ჩამოუშვეს. ამასთან დაკავშირებით მომღერალმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეოდან ისმის, თუ, როგორ აპროტესტებს მადონა ამ ფატქს. ამის შემდეგ კი ის გუნდთან ერთად ისევ სცენაზე დაბრუნდა.

ცნობისთვის, ეს მადონას რიგით მე-11 ტურნეა. 61 წლის არტისტმა Madame X Tour ფარგლებში ლონდონის Palladium-ის თეატრის სცენაზე კონცერტი გამართა. ის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია.