თამთა გოდუაძე: არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია, იმაში რომ ჩემს გვერდით დადგებოდით!

751

თამთა გოდუაძე საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“ჩემო კარგებო მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ , რომ არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია, იმაში რომ ჩემს გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ რომ ხუთმა,ათმა (თუ რამდენიც იყვნენ) ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან,და ვწუხვარ ყველაზე მეტად იმაზე , რომ მე მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნის და ერის მართლება ძირითადად ბერძნებთან,კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ).მე ამასაც კარგად მოვახერხებ თქვენ არ ინერვიულოთ! გიყვარდეთ ერთმანეთი! ” – წერს გოდუაძე თავი Facebook გვერდზე.