შვედი კომპოზიტორის, ბენი ანდერსონის განცხადებით, ABBA ახალი მუსიკით ბრუნდება.
“წელს ახალი სიმღერები იქნება. მგონი, ზაფხულის შემდეგ. თუმცა, ჯერ ვერაფერს შეგპირდებით. თარიღის შერჩევა დამოუკიდებლად რომ შემეძლოს, სექტემბერში გამოვუშვებდი”, – განაცხადა ანდერსონმა.