ლეგენდარული პიანისტი „ჯადოსნური ხელთათმანების“ წყალობით მუსიკას უბრუნდება

468

80 წლის ლეგენდარულ ბრაზილიელ პიანისტს, ჟუან კარლოს მარტინსს საყვარელ ინსტრუმენტზე დაკვრის საშუალება, ბიონიკური პროთეზების წყალობით, მიეცა. პროთეზი ჩვეულებრივ ხელთათმანს ჰგავს და ის უბირატან ბიზარო კოსტამ შექმნა. მათი ფასი 150 ევროა.

„როდესაც მაესტრო უკრავს, ის კლავიშებს აჭერს, ხოლო სპეციალური ფირფიტები მის თითებს ნორმალურ პოზიციაში აბრუნებენ“, – ამბობს მეცნიერი.

„ხელთათმანებს უნდა შევეჩვიო, მაგრამ რა თქმა უნდა, კვლავ დავუკრავ პუბლიკის წინაშე“, – აცხადებს მუსიკოსი.

მარტინსი 18 წლის ასაკში ვირტუოზ პიანისტად დასახელდა. მსოფლიო დონის წარმატებას მან იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებების შესრულების შემდეგ მიაღწია. 1990 წელს, ბოროტმოქმედების მიერ განხორციელებული თავდასხმისას მიღებული ხელების ტრავმის შედეგად, მან დაკვრა ვეღარ შეძლო.