ახალი ალგორითმი კომპოზიტორების ერთმანეთზე გავლენის დონეს აფასებს

272

სამხრეთ კორეელმა მათემატიკოსებმა ალგორითმი შექმნეს, რომელსაც შეუძლია 1700-1900წწ კლასიკოსი კომპოზიტორების ერთმანეთზე გავლენის დონის შეფასება. რახმანინოვი, ბახი და ბრამსი ეპოქის მთავარი ნოვატორები აღმოჩნდნენ.

„ჩვენს ალგორითმს შეუძლია გაარკვიოს სხვადასხვა პერიოდში ერთი და იმავე კომპოზიტორების მიერ დაწერილ პიესებში რამდენად მსგავსი იყო მელოდია. ასევე, განსაზღვროს მუსიკის დასავლური სტილის ევოლუციის ხარისხი და რამდენად მოქმედებდნენ ავტორები ერთმანეთზე“, – განაცხადა კორეის მოწინავე ტექნოლოგიების ინსტიტუტის მათემატიკოსმა.

მუსიკალური ევოლუციის პროცესების შესასწავლად და გავლენიანი კომპოზიტორების საძიებლად კორეელმა მათემატიკოსებმა ალგორითმი შექმნეს, რომელიც ნაწარმოებს „კოდურ სიტყვებად“ დაყოფდა. „კოდური სიტყვების“ შედარებისას პროგრამა არკვევს იმას, თუ რამდენად მსგავსია სხვადასხვა ნაწარმოები და რამდენად ხშირად მეორდება გარკვეული ნოტების კომბინაცია.

ალგორითმის ტესტირება 900 ნაწარმოებზე მოხდა. მათ შორის, ისეთ ავტორებზე როგორებიც არიან შუმანი, შოპენი, ბახი, მოცარტი, ჩაიკოვსკი და სხვები.

ანალიზმა რამდენიმე საინტერესო ტრენდი აჩვენა. მაგალითად, ინოვაციურობის მაღალი დონე კომპოზიტორების წარმატების მთავარი საწინდარი არ ყოფილა. ბეთჰოვენსა და მოცარტს დიდი გავლენა ჰქონდათ მუსიკის განვითარებაზე, თუმცა მათი პირადი ნაწარმოებები თითქმის არ იცვლებოდა. ალგორითმის დასკვნით XIX საუკუნის მთავარი ნოვატორები რახმანინოვი, ბრამსი და მენდელსონი იყვნენ. ამავე დროს ბახი – XVIII საუკუნის ერთ–ერთი მთავარი ნოვატორი – გავლენით მკვეთრად ჩამორჩებოდა გეორგ ჰენდელს. მეცნიერების დასკვნით, კრეატიულობის მაღალი დონე მუდამ არ იძლევა წარმატების გარანტიას.