50 Cent-ს ვარსკვლავი გაუხსნეს

254

ამერიკელ რეპერ კერტის ჯეიმს ჯექსონს, რომლის სასცენო სახელი 50 Cent-ია ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს.

ცერემონიაზე რეპერმა გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ემინემისა და Dr. Dre-ის დახმარების გარეშე მუსიკაში წარმატებას ვერ მიაღწევდა.

ცნობისთვის, 44 წლის რეპერის პირველი ალბომი Get Rich or Die Tryin 2003 წელს გამოვიდა, 12 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და 50 Cent-ს „გრემის“ 5 ნომინაცია მოუტანა.