„ჭექა ქუხილი“ – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

120

31 იანვარს, 19:00 საათზე დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში წარმოდგენილი იქნება, დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის, მე-4 კურსის სტუდენტთა საკურსო სპექტაკლი „ჭექა-ქუხილი“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლში მონაწილეობენ: სოფიკო გვიმრაძე, ნანა ვარამაშვილი, ანანო ვარძიელი, რატი კარელიძე, თამარ კეკელიძე, თამარ კვინიკაძე, ნიკოლოზ ლაჩაშვილი, ოთარ ლობჟანიძე, ირაკლი ოდილავაძე, მარიამ სარდანაშვილი, გური ფოჩხუა, ნინო ქათამაძე, გიორგი ჯიშკარიანი, ანა ჭიღლაძე.

დამდგმელი რეჟისორი, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი და ჯგუფის ხელმძღვანელია ნინო ლიპარტიანი (თეატრალური ხელოვნების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი). ჯგუფის ასისტენტ-პედაგოგია ნანუკა ხუსკივაძე (თეატრალური ხელოვნების დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი), კოსტიუმების მხატვარი – ელისაბედ ჭიჭინაძე, მეტყველების პედაგოგი – ეკა ბაკურაძე, მუსიკალური გამფორმებელი – მარიამ სუჯაშვილი, სასცენო მოძრაობის პედაგოგი – შოთა გეგიაძე, ხოლო ტექნიკური რეჟისორია – თამარ კამლაძე.