ოზი ოსბორნი PETA-ს სარეკლამო რგოლში გამოჩნდა

446

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის PETA-ს სარეკლამო რგოლში ოზი ოსბორნმა მიიღო მონაწილეობა. მუსიკოსი შინაური კატებისთვის ბრჭყალების დაჭრის წინააღმდეგ გამოდის. აღსანიშნავია, რომ ამ ოპერაციის დროს ამპუტაცია უტარდება არამხოლოდ ბრჭყალებს, არამედ თათების ნაწილსაც, რაც ძალიან მტკივნეულია.

„ბრჭყალების ამპუტაცია მანიკური არაა, ეს არასწორია. თუ კატის ჯანმრთელობაზე და ბედნიერებაზე მეტად ავეჯი განაღვლებთ, თქვენ ცხოველის ყოლის უფლება არ გაქვთ!“, – წერს ოსბორნი.