„სამყარო ფანჯრიდან“ – სპექტაკლის პრემიერა

163

30 იანვარს, 19:00 საათზე დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში, მე-3 კურსის საკვალიფიკაციო სპექტაკლის „სამყარო ფანჯრიდან“ პრემიერა გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, სპქეტაკლში მონაწილეობენ: ნინო აიდარაშვილი, ლია ბარბაქაძე, ციცინო ბუცხრიკიძე, თამარ გაგნიძე, მარიამ სუჯაშვილი, გიორგი ტიგინაშვილი, ასევე მონაწილეობას მიიღებენ, მე-3 კურსის სტუდენტები: რატი კარელიძე, თამარ კეკელიძე, თამარ კვინიკაძე, ნიკოლოზ ლაჩაშვილი, ოთარ ლობჟანიძე, ირაკლი ოდილავაძე, მარიამ სარდანაშვილი, გური ფოჩხუა, ანა ჭიღლაძე, გიორგი ჯიშკარიანი.

დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია ნანუკა ხუსკივაძე (ასისტენტ პროფესორი, დოქტორი), სცენოგრაფია და კოსტიუმები – ელისაბედ ჭიჭინაძე, მხატვრის ასისტენტია – ნინო ჭყონია, ორიგინალური მუსიკა – გიორგი ტიგინაშვილის ეკუთვნის, ხოლო ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძეს.