სავიოლონჩელო მუსიკის კონცერტი გაიმართება

358

31 იანვარს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სავიოლონჩელო მუსიკის კონცერტი გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტზე მსმენელის წინაშე ნიკოლოზ ტოროშელიძე (ჩელო) და ვიქტორია ვაგნერ-სურმავა (ფორტეპიანო) წარსდგებიან.

რაც შეეხება პროგრამას, შესრულდება ბახის, სიბელიუსის, ფორეს, ჰაიდნის და ნ.ტოროშელიძის ნაწარმოებები. დასწრება თავისუფალია.