ბრაიან მეიმ სპორტული აზღუდი დაამზადა

127

ჯგუფ Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ სპორტული აზღუდის დიზაინის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა. ქალების გარდერობის ეს ნაწილი 35 ფუნტი სტერლინგი ეღირება და საიტ Brian May Guitars–ზე გაიყიდება. ის პერანგთან, მრავალჯიბიან ჟილეტთან და რამდენიმე მაისურთან ერთად იქნება კოლექციაში.

აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ტანსაცმლის ხაზი ბრაიან მეის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს ნათლად წარმოაჩენს.