ეკა ჭაბაშვილის ვიზუალური და ვერბალური მუსიკის კონცერტი გაიმართება

98

31 იანვარს, 19:00 საათზე  თბილისის კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის სტუდენტური ანსამბლი, ილიაუნიში ქართველი კომპოზიტორისა და ამავე ანსამბლის ხელმძღვანელის, ეკა ჭაბაშვილის ვიზუალური და ვერბალური მუსიკის კონცერტს წარმოგიდგენთ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აღნიშნული ანსამბლი წელიწადში რამდენიმე კონცერტს გვთავაზობს და მათი პროგრამა გაჯერებულია ინოვაციური, ექსპერიმენტული და მართლაც თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებებით. ვიზუალური და ვერბალური პარტიტურები წარმოადგენს ნახატებსა თუ ტექსტებს. მუსიკა კონკრეტულ მითითებებსა და გამოწვეულ ასოციაციებზე დაყრდნობით სრულდება.

კონცერტზე მისულ მსმენელს შესაძლებლობა მიეცემა არა მარტო მოუსმინოს ამ მუსიკას, არამედ იხილოს იგი ვიდეო-ინსტალაციების საშუალებით. მსმენელი ასევე მონაწილეობას მიიღებს, ერთ-ერთი ნაწარმოების შესრულებაში, როგორც ფორტეპიანოების ვირტუალური ორკესტრის წევრი. სწორედ ამ კონცერტზე მოხდება ეკა ჭაბაშვილის ინოვაციური იდეის პრეზენტაცია.