ნიკი მინაჟის ძმას შვილზე ძალადობის გამო 26 წელი მიუსაჯეს

579

ნიკი მინაჟის უფროს ძმას, ჯელანი მარაჟს სასამართლომ 26 წლიანი პატიმრობა საკუთარ ქალიშვილზე სექსუალური ძალადობის გამო მიუსაჯა.

მარაჟის ადვოკატი დევიდ მ. შვარცი სასჯელს “გადამეტებულს” უწოდებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აპელაციის უფლებით ისარგებლებს.

ნიკი მინაჟის ძმას ბრალდება 2016 წლის აპრილში წაუყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, იმ სისტემატიურად აუპატიურებდა თავის გერს, 11 წლის ასაკიდან.