საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გოგი თოდაძე გარდაიცვალა

69

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, მსახიობი,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო მიმართულების ასოცირებული პროფესორი გიორგი (გოგი) თოდაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ავრცელებს.

გოგი თოდაძეს მიღებული აქვს თეატრალური პრემიები, არის ღირსების ორდენის კავალერი, მრავალი სამთავრობო და სახალხო ღონისძიების რეჟისორი. ათეული წლების განმავლობაში ბატონი გოგი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. თავისი შემოქმედებითი კარიერის განმვალობაში 100-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული. ბატონმა გოგი თოდაძემ დააარსა და ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია „ბერიკებს“, რომელმაც ქართული თეატრისა და კინოს ახალგაზრდა რეჟისორებისა და მსახიობების თაობები აღზარდა.