ავსტრალიის თანამედროვე სახელოვნებო მედიაკომპანიის მონაცემთა ბაზა უფასოდაა ხელმისაწვდომი

76

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, იანვრის ბოლომდე, მკითხველებისთვის ავსტრალიის თანამედროვე სახელოვნებო მედიაკომპანიის მონაცემთა ბაზა ARTFILMS Educating Imagination უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

„ARTFILMS საახალწლო საჩუქარი მოიცავს 2000-მდე ძვირადღირებულ ფილმს თეატრის, კინოს, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მოდის, ფილოსოფიისა და რელიგიის, გასტრონომიის, ისტორიის, პოლიტიკის, ფსიქოლოგიის შესახებ. ეს უნიკალური კოლექცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დოკუმენტურ, საკულტო და სახელოვნებო ფილმებს აერთიანებს. მათი ციფრული არქივი მრავალი ქვეყნის ბიბლიოთეკასა, თუ ინსტიტუტს მიეწოდება. მედიაკომპანიის მიზანია კულტურის სფეროში საგანმანათლებლო პოლიტიკის ხელშეწყობა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.