„ევროვიზია 2020“ – რომელ ნახევარფინალში იმღერებს თორნიკე ყიფიანი

96

„ევროვიზია 2020“, რომელიც წელს ნიდერლანდებში გაიმართება საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. კონკურსი ორი ნახევარფინალისაგან შედგება და 28 იანვარს გახდება ცნობილი, რომელ ნახევარფინალში იმღერებს საქართველოს წარმომადგენელი.

ცნობისთვის, 2019 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს თორნიკე პროექტ ” საქართველოს ვარსკვლავი”-ს გამარჯვებული გახდა. სწორედ ამ პროექტის საშუალებით, ის ევროპის ყველაზე დიდ მუსიკალურ სცენაზე, ევროვიზიაზე, საქართველოს წარადგენს. წელს, ევროვიზიის კონკურსი ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში 12, 14 და 16 მაისს Ahoy Arena-ზე გაიმართება. წლევანდელი კონკურსის სლოგანია Open Up (გაიხსენი).