სიმებიანი კვარტეტის საერთაშორისო კონკურსზე ქართველებმა ბრინჯაოს პრიზი მოიპოვეს

567

2020 წლის 19-22 იანვარს მალტაში გამართულ სიმებიანი კვარტეტის ცენტრალურ საერთაშორისო კონკურსზე (Central International String Quartet Competition™ 2020), ქართველმა მუსიკოსებმა ბრინჯაოს ბრიზი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურზე ოქროს პრემია არ გაცემულა. კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანმა კვარტეტმა კი ლიდერობა, მხოლოდ ნიდერლანდურ კვარტეტს დაუთმეს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, აღნიშნულ კონკურსში მონაწილობის უფლება 39 წლამდე ასაკის ნებისმიერი ქვეყნის წარმოამდგენელს აქვს. 160 აპლიკანტიდან საკონკურსო ტურებში, მხოლოდ 8 კვარტეტი გავიდა, ხოლო საფინალო ეტაპზე 2 მათგანი.

კ. ვადელის სახელობის კვარტეტის წევრები კონსერვატორიის სტუდენტები კონსტანტინე ეროიანი – I ვიოლინო, დავით აკოფიანი – II ვიოლინო, ეკატერინე კაზარიანი – ალტი და გიორგი ნადარეიშვილი – ჩელო არიან.

ეს მათი საკვარტეტო კონკურსებში მონაწილეობის პირველი გამოცდილებაა.