7 მწერალი, რომლებმაც დეტექტივების სამყარო შექმნეს

505

დეტექტიური რომანების საუკეთესო ავტორები საოცრად რთულ სიუჟეტებს და იდუმალებით მოცულ ფაქტებს უხამებენ ერთმანეთს. სწორედ ისინი ქმნიან იმ პერსონაჟებს, რომელთა გამოჩენასაც მკითხველი მუდამ სიამოვნებით ელის.

AllArt.ge აღნიშნული ჟანრის, მსოფლიოში აღირებულ და საუკეთესო ავტორებს გთავაზობთ:

აგათა კრისტი

Mary Westmacott (Author of Absent in the Spring)

ინგლისელი მწერალი და დრამატურგი დეტექტიური რომანების წყალობით გახდა ცნობილი. მისი სიუჟეტები ორი პერსონაჟის, ერკიულ პუაროსა და მის მარპლის, თავგადასავლებს აღწერდნენ. გარდა ამისა, აგათამ რამდენიმე ფსიქოლოგიური რომანიც გამოსცა, თუმცა ფსევდონიმით – მერი უესტმაკოტი.

ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის 1971 წელს აგათა კრისტი დიდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენითაც კი დააჯილდოვეს.

ართურ კონან-დოილი

Hayotdagi Sherlok Xolms | oriftolib.uz

ბრიტანელი მწერალი პრაქტიკოსი ექიმი გახლდათ, ხოლო პირველი მოთხრობები ჯერ კიდევ ედინბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში სწავლისას დაწერა. მისი პირველი პუბლიკაცია “სესასის ხეობის საიდუმლო”, 1879 წლის 6 სექტემბერს ედინბურგის ერთ-ერთ ჟურნალში გმოაქვეყნდა. საბოლოო ჯამში მწერალმა სახელი შერლოკ ჰოლმსისა თავგადასავლების წყალობით გაითქვა, თუმცა დეტექტივების გარდა მას უამრავი ფანტასტიკური და სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის რომანიც აქვს დაწერილი. მისი რომანების, იუმორისტული მოთხრობების, ისტორიული ჩანახატებისა და პეისების სხვა პერსონაჟები პროფესორი ჩელენჯერი, ბრიგადირი ჟერარი და სხვები არიან.

ედგარ ალან პო

File:Edgar Allan Poe 2.jpg - Wikipedia

დეტექტიური ფანტასტიკის ჟანრის ფუძემდებლად სწორედ ეს ამერიკელი მწერალი, რედაქტორი და ლიტერატურული კრიტიკოსი ითვლება. აშშ-ში ედგარ ალან პო ლიტერატურაში რომანტიზმის ცენტრალურ ფიგურად მიიჩნევა. მან სახელი ლექსებითა და მისტიკური შინაარსის მოკლე მოთხრობებით გაითქვა.

ერლ სტენლი გარდნერი

Erle Stanley Gardner - IMDb

ეს ამერიკელი იურისტი სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრებში მუშაობდა. წერდა რომანებს, პიესებს სამეცნიერო-პოპილარულ წიგნებსაც კი წერდა. სახელი ერლ სტენლიმ პერსონაჟ პერი მეისონის წყალობით გაითქვა. მწერალმა პერი მეისონის შესახებ 84 რომანი გამოსცა.

ჟორჟ სიმენონი

The 10 Most Cynical Things Georges Simenon Ever Wrote/Said ...

კომისარ მეგრეს შესახებ პირველი რომანი 1929 წელს გამოიცა და აღსანიშნავია, რომ ავტორმა ის ექვს დღეში დაწერა. ამასთან, გამომცემლები დიდი ეჭვით უყურებდნენ დეტექტიურ ჟანრს. აღმოჩნდა, რომ ისინი ცდებოდნენ და კომისარ მეგრეს შესახებ რომანების ციკლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა.

რექს სტაუტი

Рекс Стаут фото на - 24СМИ

ამერიკელმა მწერალმა 70-ზე მეტი ნამუშევარი გამოაქვეყნა და ისინი ერთ პერსონაჟზე, ინტელექტუალ ნირო ვულფზე გვიამბობენ. სულ რექსმა 500-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა და 1959 წელს პრემია “უდიდესი ოსტატიც” კი დაიმსახურა. გარდა ამისა, სტაუტი საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მწერალთა სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელობდა და ცდილობდა საავტორო უფლებების კუთხით საკანონმდებლო რეფორმა გაეტარებინა.