პარიზის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მე-12 ოლქში მდებარე მოედანი როკ-,უისოკ ჯონი ჰოლიდეის სახელობის იქნება.
საუბარია სპორტულ-საკონცერტო კომპლექს AccorHotels Arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არტისტმა კონცერტი 100-ჯერ გამართა.
ჰოლიდეის ოჯახმა თანხმობა უკვე განაცხადა.
“ჩვენთვის ბუნებრივია ჯონი ჰოლიდეის სახელობის მოედნის გახსნა, მან ხომ 101 კონცერტი ჩაატარა აქ”, – განაცხადა პარიზის მერის პირველმა მოადგილემ ემანუელ გრეგუარმა.
ასევე ვიცე-მერის განცხადებით, მერია მოედანზე ჰოლიდეის ძეგლის გახსნასაც გეგმავს.