ოზი ოსბორნი პარკინსონის დაავადებას ებრძვის

532

როგორც ოზი ოსბორნმა და მისმა მეუღლემ ტელეარხ ABC-სთან ინტერვიუში განაცხადეს, მუსიკოსი პარკინსონის დაავადებას ებრძვის. დიაგნოზის შესახებ წყვილმა 2019 თებერვალში შეიტყო, როდესაც ოზი საავადმყოფოში კიბიდან ვარდნის შემდეგ მიიყვანეს. სწორედ ამ დაავადების გამო გააუქმა მან 2019 წლის ყველა კონცერტი.

“მიჩვეული არ ვარ ჩემი თაყვანისმცემლებისთვის ტყუილების თქმას. ეს ყველა ჩვენთაგანისთვის საშინელება იყო”, – აცხადებს ოსბორნი.

“მას მეორე ტიპის პარკინსონი აქვს. ამ დაავადების ბევრი სხვადასხვა ტიპი არსებობს, ყოველ შემთხვევაში ეს სასიკვდილო განაჩენი არაა”, – განმარტა შერონ ოსბორნმა.