Aerosmith-ის დრამერს ჯგუფთან ერთად გამოსვლა აუკრძალეს

260

Aerosmith-ის უცვლელი დრამერი ჯოუი კრამერი ჯგუფს სასამართლოში უჩივის. თავად კრამერის განცხადებით, 2019 წლის გაზაფხულზე მას მოკლევადიან შვებულებაშ გასვლა მოუწია, რათა მცირე ტრავმების სამკურნალო კურსი ჩაეტარებინა. თუმცა, დაბრუნების შემდეგ, კოლეგებმა მას კასტინგის გავლა ურჩიეს, რათა დაემტკიცებინა, რომ “შესაბამის დონეზე დაკვრას კვლავ შეძლებდა”. დრამერი გამოცდას დათანხმდა, მაგრამ სტრესის გამო ამავე წლის ნოემბერში კვლავ საავადმყოფოშ მოხვდა, რის გამოს ლას-ვეგასში ჯგუფის მიერ გამართულ კონცერტებს ვერ დაესწრო. გარდა ამისა, მას თავისი მონაცვლისთვის კვირაში 30 ათასი დოლარის გადახდაც მოუწია. საბოლოო ჯამში, ჯგუფმა კრამერს უარი “ნაკლებად ენერგიული დაკვრის” გამო უთხრა.

საჩივარში დრამერი ითხოვს ჯგუფის წევრობის აღდგენას, რათა გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე მოხვედრა შეძლოს.

“მე იმ ჯგუფთან ერთად დაკვრას მიკრძალავენ, რომელსაც ცხოვრების 50 წელი მივუძღვენი, ეს დაუჯერებელია. საქმე ფულშ არაა. იმედია, რომ ჩვენი ფანატები შეძლებენ გაიგონ რის გაკეთებას ვცდილობ. მინდა დავუბრუნდე იმ ჯგუფს, რომელიც მათ უყვართ. Aerosmith-ის უდიდესი ჯადოქრობა და წარმატება მაშინ მოქმედებს, როდესაც ჯგუფის ყველა დამფუძნებელი ერთად იყრის თავს”, – განაცხადა ჯოუი კრამერმა.