ბრიტანეთის ხაზინამ Queen-ის მონეტები გამოუშვა

142

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინამ Royal Mint ჯგუფ Queen-ისადმი მიძღვნილი მონეტები გამოუშვა.

მონეტის ერთ მხარეს ელისაბეთ მეორის პროტრეტია, ხოლო მეორე მხარეს ჯგუფის ლოგოტიპი და ინსტრუმენტებია გამოსახული.

Queen პირველი მუსიკალური ჯგუფია, რომელსაც ასეთი პატივი ერგო წილად. მონეტები კრის ფეირიმ და კომპანია Bravado-მ ერთობლივად შექმნეს.

მათი ფასი 13–2100 ფუნტი სტერლინგია.

“ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. განა ვინ წარმოიდგენდა ამას ბევრი წლის წინ, როდესაც Queen მოღვაწეობას იწყებდა”, – განაცხადა ბრაიან მეიმ.