მომღერალი ფესტივალზე გამოსვლისას გარდაიცვალა

257

ამერიკელი ფოლკ–როკ–მომღერალი დევიდ ოლნი 72 წლის ასაკში, ფლორიდაში საავტორო მუსიკის ფესტივალზე გამოსვლისას გარდაიცვალა.

“ოლნი მესამე სიმღერას მღეროდა, როდესაც გაჩერდა, ბოდიში მოიხადა და თვალები დახუჭა”, – განაცხაფა არტისტის კოლეგამ ემი რიგბიმ.

ამავე დღეს გაკეთებული ჩანაწერი Youtube-ზე გამოქვეყნდა.