სელინ დიონი დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში სცენაზე გავიდა

154

მომღერალ სელინ დიონს დედა გარდაეცვალა. მიუხედავად ამისა მან ტურნეს ფარგლებში, მაიამიში დაგეგმილი კონცერტი არ გააუქმა და ის, რამდენიმე საათში სცენაზე გავიდა. ინფორმაციას Just Jared ავრცელებსს.

გამოცემის ინფორმაციით, 51 წლის მომღერალმა თაყვანისმცემლებს მომხდარის შესახებ შოუს მსვლელობისას გულახდილად ესაუბრა და აღნიშნა, რომ მან და მისმა დებმა და ძმებმა,  დედა გარდაცვალებამდე მოინახულეს და ბოლო წუთები ერთად გაატარეს.

სელინ დიონის ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში 27 აპრილამდე გაგრძელდება.