არიანა გრანდეს ბრალი პლაგიატში ედება

494

რეპერი ჯოშ სთოუნი იგივე DOT, ამერიკელ მომღერალ არიანა გრანდეს პლაგიატში ადანაშაულებს. რეპერის მტკიცებით სიმღერა 7 Rings მისი კომპოზიციიდან You Need It, I Got It კოპირებულია. DOT-ის აღნიშვნით, მისი კომპოზიცია გრანდეს სიმღერის გამოსვლამდე ორი წლით ადრე დაიწერა.

აღსანიშნავია, რომ 7 Rings რვა კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard-ის რეიტინგში და ის Grammy-ის ორ ნომინაციაზეა წარდგენილი. სიმღერის ავტორებად კი რიჩარდ როჯერსი და ოსკარ ჰამერსტაინი მოიხსენიება. გრანდე არ უარყოფს რეპერის სიმღერიდან მითვისებულ ნაწილს.