„გრემის“ ხელმძღვანელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დაადანაშაულეს

281

ამერიკის ხელოვნებისა და ხმის ჩამწერი აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი დებორა დუგანი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დაადანაშაულეს, რის შედეგადაც მას თანამდებობდა დაატოვებინეს. ინფორმაციას Variety ავრცელებს.

დუგანმა ეს პოსტი 2019 წლის აგვისტოში დაიკავა. ამჟამად კი მის მოვალეობას დროებით სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე უმცროსი ჰარვი მეისონი შეასრულებს.

ცნობისთვის, მუსიკალური ჯილდო „გრემის“ ნომინანტები გასული წლის 20 ნოემბერს დასახელდნენ. დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 26 იანვარს ჩატარდება.