ემინემმა მე-11 ალბომი გამოუშვა

631

ემინემმა ახალი ალბომი სახელოწოდებით Music to Be Murdered By გამოუშვა. ეს მომღერლისთვის რიგით მე-11 ალბომია. ინფორმაციას გამოცემა XXL Magazine ავრცელებს.

ახალ ალბომში სულ 20 კომპოზიცია მოხვდა, მათ შორისაა დუეტები ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიცაა Anderson .Paak, Young M.A, Royce 5’9,” Black Thought, Q-Tip და სხვები.

ცნობისთვის, ემინემმა ბოლო ალბომი სახელად Kamikaze 2018 წელს გამოუშვა.