წიგნისა თუ ფილმის პერსონაჟების გარეგნობის, ფასეულობების, განვილი ცხოვრებისა თუ მიმდინარე პრობლემების გადახედვა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხითაც საინტერესოა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ
კარგმა ფსიქიატრმა შესაძლოა მცირე აღწერილობითაც დასვას დიაგნოზი, ამ ანალიზს სერიოზულად ნუ მიიღებთ. სწორ დასკვნას, სპეციალისტი მხოლოდ გამოკვლევის შემდეგ სვამს.
ჰარი პოტერი – თვითმარქვიას სინდრომი

თვითმარქვიას სინდრომი გავრცელებული ფსიქოლოგიური პრობლემაა, განსაკუთრებით იმ პიროვნებებს შორის, რომლებიც მუდმივ დამცირებასა და შეურაცხყოფას იტანდნენ ბავშვობაში. სიკვდილს გადარჩენილი ბიჭი ნიჭიერი, მეგობრული, გონიერი და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულია. ამასთან ერთად აქვს სასიამოვნო გარეგნობა, თავშეკავებული ღიმილი და სპორტული აღნაგობა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას მუდამ ჰგონია, რომ მის მიმართ სიმპატია და მოლოდინები გადაჭარბებულია.
ჰერმიონ გრეინჯერი – პერფექციონიზმი ანუ ფრიადოსნის სინდრომი
ჰერმიონი – უნაკლო, ჭკვიანი, კეთილი, განათლებული და მტკიცეა. ის მუდამ მზადაა ყველაფრისთვის და არ ეშინია ინიციატივის საკუთარ თავზე აღების. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არც მისთვისაა პრობლემები უცხო. ჰერმიონი სტრესს განიცდის, თუ საუკეთესო შედეგს ვერ აღწევს. მეტიც, მუდამ ცდილობს საკუთარ თავს გამოცდა მოუწყოს. სხვების პრობლემებს პირად პასუხისმგებლობად თვლის, მუდამ სხვებს ეხმარება და ამავდროულად არ ეშინია კონფლიქტის.
სევერუს სნეიპი – დეპრესია

ეს პროფესორი დეპრესიის აშკარა ნიშნებით იტანჯება. ის არ აქცევს ყურადღებას ჰიგიენას, მას საყვარელი საქმიანობა ბედნიერებას არ ანიჭებს, მიუხედავად მაღალფუნქციურობისა მისთვის ნაკისრი მოვალეობების შესრულება რთულია. ძველი ფსიქოლოგიური ტრავმა მუდამ თავს იჩენს მოსწავლეებთან ურთიერთობისას, რაც მას ადეკვატურობასაც აკარგვინებს ხოლმე.
რონ უისლი – დაბალი თვითშეფასება

თვითშეფასება გულისხმობს იმ მოსაზრებებს, რომლებიც ადამიანს გააჩნია საკუთარი თავის შესახებ. რონი კი “ზედმეტად ჩვეულებრივი” ბიჭია. ის მტკივნეულად რეაგირებს კრიტიკაზე, დაცინვასა და შენიშვნებზე, ადვილად კარგავს თვითრწმენას. სხვების ნიჭიერების მიმართ კი მტრულადაა განწყობილი. თუმცა, მას კარგი თვისებებიც აქვს. მაგალითად, ის მეგობრების ერთგულია.
პიტერ პეტიგრიუ – პირადი სივრცის პრობლემა

პიტერი იმდენად არ ცნობს პირადი სივრცის საზღვრებს, რომ სხვებთან შერწყმის გარეშე მოქმედების უნარსაც კი კარგავს. ამის მიზეზები არ ვიცით, მაგრამ მისი ღალატის საბაბიც შესაძლოა ამ საზღვრების დარღვევის მცდელობა ყოფილიყო, რომლის საშუალებაც პოტერმა მას არ მისცა.
ალბუს დამბლდორი – ანტისოციალური (დისოციალური) პიროვნული აშლილობა

ალბუსი ნამდვილი სოციოპათია. მოხუცი ჯადოქარი მუდამ ცდილობს დაეხმაროს პრობლემურ ბავშვებს, მაგრამ ის ასევე სხვა ადამიანებით მანიპულირებს, ცრუობს და თვალთმაქცობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მიზნები მაინც ჰუმანისტურია, ის მუდამ სახიფათო სიტუაციებს ქმნის.
რუბეუს ჰაგრიდი – აუტისტური სპექტრის აშლილობა

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პიროვნებებს უჭირთ მეტყველება, სოციალური ურთიერთობები, ყველაფერი პირდაპირი მნიშვნელობით ესმით, არ შეუძლიათ ტყუილის თქმა და ჰგონიათ, სხვებიც მათსავით ფიქრობენ. ჰაგრიდი ჭკვიანია, განსაკუთრებით როდესაც საქმე მისი ინტერესის სფეროს – მონსტრებს – ეხება, მაგრამ ამავდროულად სოციალური უნიათობისა და სიტუაციის სწორად შეფასების უნარის არქონის გამო ყველას სულელის შთაბეჭდილებას უტოვებს.
ლუნა ლოვგუდი – მაგიფრენიული სინდრომი

ზოგადად მაგიფრენია სიმპტომების კომპლექსია. ამ დაავადების მქონე ხალხს მეცნიერული წარმოდგენების საწინააღმდეგო მაგიური შინაარსის მქონე მიდგომები აქვთ. რა თქმა უნდა, რწმენა მთავარი არაა, მნიშვნელოვანია, რომ მას ახლავდეს აკვიატება, რომლითაც ადამიანი გარშემო ყველაფერს ახსნის. მაგიფრენიის მქონე ხალხი ადვილად ებმება სექტებისა და სხვადასხვა თაღლითების მახეში. ლუნას გაუმართლა, რომ დამბლდორის არმიაში მოხვა.
ნევილ ლონგბოტომი – პოსტრავმატული სტრესული აშლილობა

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (პტსა) არსებითი მახასიათებელია ერთ ან მეტი ტრავმული მოვლენის შემდეგ დამახასიათებელი სიმპტომების განვითარება. ლონგბოტომი გამოირჩევა შფოთვით, საკუთარ თავში დაუწრმუნებლობით, მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემებით. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები მუდამ მხარში უდგანან, აშლილობა მას ბევრ პრობლემას უქმნის.
ვინსენტ კრები – ინტელექტუალური განვითარების დარღვევა

დრაკო მალფოის ნათესავს აშკარად ინტელექტუალური განვითარების პრობლემები აქვს. სწავლა და გადაწყვეტილებების მიღება მას ძალიან უჭირს. გარდა ამისა, მას კლაინფელტერის სინდრომიც აქვს – ის მაღალია, მსუქანი და წვრილი ხმა აქვს. შესაძლოა ძველ ჯადოქრულ გვარებს შორის ქორწინებებმა მსგავსი გენეტიკური პრობლემებიც გამოიწვია.
რემუს ლუპინი – ბიპოლარული აფექტური აშლილობა
მაქციების სიმპტომები ბიპოლარულ აფექტურ აშლილობას ძალიან ჰგავს. მაგალითად, დეპრესიის შემდეგ დაავადებულს მანიაკალური ფაზა ეწყება, რომელიც უკონტროლო აგრესიაში გამოიხატება ხოლმე. სამწუხაროა, რომ ლუპინი წამლებს მხოლოდ სავსემთვარეობისას სვამს.
ლორდი ვოლდემორტი – ფსიქოპათიური აშლილობა
ფსიქოპათია – ხასიათის თანდაყოლილი ანომალიაა, რომელიც მეტ-ნაკლები ხარისხით აფერხებს მის სრულფასოვან ადაპტაციას გარემოში. არსებობს შეძენილი ფსიქოპათიური მდგომარეობები, რომლებიც წარმოიქმნება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებისა და სხვა დაავადებების შედეგად. ფსიქოპათები ხასიათდებიან არა მხოლოდ ხასიათის დისჰარმონიულობით, ასევე შედარებით მაღალი მგრძნობელობით რიგი შინაგანი, ფსიქოგენური და სოციალური ფაქტორებისადმი. ჩვენს ლორდს არ შეუძლია ემოციურად დაუახლოვდეს ვინმეს, რადგანაც მას ბავშვობის ტრავმა აწუხებს, ხოლო რეაბილიტაციის საშუალება როგორც ჩანს არ მიეცა.