„მითოსი და ქართული თეატრი” – წიგნის პრეზენტაცია

184

18 იანვარს, 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თამარ ბოკუჩავას წიგნის „მითოსი და ქართული თეატრი” პრეზენტაცია გაიმართება.

ნაშრომი მიზნად ისახავს ქართული თეატრისა და ქართული კულტურის ურთიერთკავშირების საფუძვლების კვლევას. აღდგენილი ქართული თეატრის, შემდგომში – რუსთაველის თეატრის მაგალითზე მითოსისა და თეატრალური ხელოვნების ურთიერთმიმართებები განხილულია კულტუროლოგიურ-მითოლოგიური კონტექსტის ფარგლებში. მონოგრაფიაში ნაჩვენებია ქართული თეატრის განვითარების ხაზი, რომელიც მითოლოგიზაციის აქტიურ პროცესს ექვემდებარებოდა.