Amazon-მა „ბეჭდების მბრძანებელში“ მონაწილე მსახიობები ოფიციალურად წარადგინა

60

Amazon-მა სერიალში „ბეჭდების მბრძანებელი“ მონაწილე 15 მსახიობი ოფიციალურად წარადგინა. ესენი არიან: რობერტ არამაიო, ოვაინ არტური, ნაზანინ ბონიადი, ჩარლი ვიკერზი, ტომ ბაჯი, მორფიდ კლარკი, ისმაელ კრუზი, ემა ხორვატი, მარკელა კავენა, დენიელ ვეიმანი, ჯოზეფ მოული, ტაირო მუხაფიდინი, სოფია ნომვეტე, მეგან რიჩარდსი და დილან სმიტი. ინფორმაციას Variety ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სერიალის სიუჟეტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ასევე, უცნობია სერიალის ეკრანზე გამოსვლის თარიღი, თუმცა ცნობილია, რომ „ბეჭდების მბრძანებელს“ ახალ ზელანდიაში გადაიღებენ.