ვინ მოხვდება 2020 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში

204

ცნობილია იმ მუსიკოსების ვინაობა, რომლებსაც 2020 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანენ. მათი სია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ირკვევა, დიდების დარბაზში უიტნი ჰიუსტონი, ჯგუფები Depeche Mode, Nine Inch Nails, T. Rex, The Doobie Brothers და რეპერი The Notorious B.I.G. მოხვდებიან.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კი 2 მაისს გაიმართება.