ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

269

17 იანვარს,18:00 საათზე გალერეაში  “პენუ-არტ” ქართველი, ახალგაზრდა მხატვრების  ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ და შეიძინონ, ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული მხატვრის – ლიზა იოსელიანის, ანასტასია კვანჭახაძის, ნიკიტა ანთელავას, სალომე ბოჭორიშვილისა და თეკლა კიღურაძის მიერ შესრულებული  საინტერესო ნამუშევრები.