ჯეიმს ბლანტმა ახალი კლიპი მამას მიუძღვნა

213

ჯეიმს ბლანტის ახალი კლიპის, “Monsters”-ის პრემიერა 2020 წლის 15 იანვარს შედგა.

“ეს სიმღერა მამაჩემს ეძღვნება, თუმცა ის კვლავ ცოცხალია. მაგრამ თავს ცუდად გრძნობს: მისი თირკმელები მხოლოდ 11%–ით ფუნქციონირებს. და ამ ყველაფრის გამო მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე მამა, ის ჩემი მეგობარია, რომელიც ძალიან მიყვარს”, – აცხადებს ბლანტი.