M.I.A.-მ ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო

442

მომღერალმა M.I.A. ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა. არტისტის დაჯილდოების ცერემონია ბაკინგემის სასახლეში გაიმართა. ჯილდო მიას პრინცმა უილიამმა გადასცა.

“დღეს უდიდესი პატივი მხვდა წილად, რომელსაც დედას მივუძღვნი, ის მინიმალურ ხელფასზე ჩემთვის განათლების მოსაცემად მუშაობდა. მე, როგორც ემიგრანტს ძალიან მიხარია, რომ ჩემი შრომა დაფასდა”, – განაცხადა მომღერალმა.