შეხვედრა ანიტა რაჭველიშვილთან

817

20 იანვარს, 12:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავ ანიტა რაჭველიშვილთან შეხვედრა გაიმართება.

„ამ შეხვედრას არ ექნება ტრადიციული მასტერკლასის სახე. შეხვედრის თემაა “ვოკალური ტექნიკა, პრობლემები და მისი გადაჭრის გზები”. ანიტა  ისაუბრებს ვოკალურ პრობლემებზე და სტუმრებს გაუზიარებს საკუთარი მოღვაწეობის გამოცდილებას საოპერო სფეროში.

მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ სტუდენტებს არ დასჭირდებათ ნაწარმოების მომზადება; ლექცია/ მასტერკლასის განმავლობაში ძირითადად საუბარი იქნება  სუნთქვაზე, პოზიციებზე, სიმღერის ბუნებრიობაზე და ყრდნობის პრობლემებზე. ანიტა ასევე უპასუხებს დარბაზში დამსწრეთა შეკითხვებს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.