ამერიკელი რეპერი სენეგალში ქალაქს ააშენებს

146

ამერიკელ რეპერსა და ბიზნესმენ ეიკონ ტიამს სენეგალის პრეზიდენტმა 800 ჰექტარი ფართობი აჩუქა, სადაც რეპერი ქალაქ „Akon City“-ის ააშენებს. ამის შესახებ Akon-მა საკუთარ Twitter-ის გვერდზე დაწერა.

გავრცელებული ცნობით, Akon City ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი. ასევე ცნობილია, რომ რეპერი ოჯახთან ერთად აშშ-ში საცხოვრებლად 7 წლის ასაკში გადავიდა, თუმცა მანამდე ის სწორედ სენეგალში ცხოვრობდა.