ვარსკვლავები, რომლებმაც რელიგია შეიცვალეს

154

ცხოვრების აზრის ძიებას, ხშირად, ადამიანები სხვა რელიგიასთან მიჰყავს. ვარსკვლავები ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ და ზოგიერთი მათგანი მშობლების რწმენაზე უარს ამბობს.

ტომ კრუზი

Image result for tom cruise church"

მსახიობი კათოლიკურ ოჯახში გაიზარდა, თუმცა 1990 წელს საენტოლოგი გახდა. ეს სწავლება კრუზს ყოფილმა მეუღლემ, მიმი როჯერსმა გააცნო.
მსახიობი ჯგუფ Scientology Media Productions აქტიური წევრია და ეკლესიის უამრავი ჯილდო აქვს. ვარსკვლავი ღიად აცხადებს, რომ რელიგიამ მას დისლექსია დაამარცხებინა.

მაიკლ ჯექსონი

Image result for michael jackson church"

პოპ-მუსიკის მეფის ოჯახი იეღოვას მოწმეები იყვნენ და ჯექსონიც ხშირად იყო შემჩნეული ამ რელიგიური ორგანიზაციის შეკრებებზე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ჯექსონმა ისლამი მიიღო, თუმცა ოფიციალური ცნობებით ის არცერთი რელიგიის მიმდევრად არ ითვლებოდა. კომპოზიტორკ დევიდ უორნსბის თქმით, ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მომღერალმა თავად სთხოვა მას მეჩეთიდან იმამის მოყვანა, რის შემდეგაც ისლამი მიიღო.

ჯულია რობერტსი

Image result for neem karoli baba julia roberts"

მსახიობი კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა, თუმცა მისი დამოკიდებულება რელიგიის მიმართ ფილმმა “ჭამე, ილოცე, შეიყვარე” შეცვალა. გადაღებების დროს ინდოეთის კულტურის გაცნობამ რობერტსი შეძრა და მან აღმოაჩინა, რომ ინდუიზმი მასთან ბევრად ახლოს დგას. ახლა მსახხიობი მეუღლესთან და შილებთან ერთად ინდუისტურ ტაძარს ხშირად სტუმრობს.

მადონა

Image result for singer madonna caballa sign"

კონსერვატორი კათოლიკე მშობლების ოჯახში გზარდილი გოგონაიანსენიტების შთამომავალი იყო. თავად პოპ-მუსიკის დედოფლის განცხადებით, მისი სულიერი გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგანაც რელიგიაზე დაფიწრება 5 წლის ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ მოუწია. 1997 წელს მადონა კაბალას გაეცნო და სულიერი მოძღვარი, რაბინი მიხაელ ბერგი შეარჩია.

შინეიდ ო’კონორი

Image result for sinead o connor scarf"

ირლანდიელი მომღერლის სულიერი გზა საკმაოდ რთული და მძმე აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ის ბიპოლარული აშლილობით და დეპრესიით იტანჯებოდა. შინეიდი კათოლიკე იყო, მას მონაზვნობაც სურდა, შემდეგ ბუდიზმი შეისწავლა, ხოლო 2018 წელს ისლამი მიიღო. მან სახელიც კი შეიცვალა და ახლა მას შუხადას უწოდებენ.