12 იანვარს, 17:00 საათზე ზღვისუბანში, შადრევნიან სკვერში გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების განცხადებით, საახალწო კონცერტში ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები და თბილისის ორკესტრის „ბიგ ბენდი“ მიიღებს მონაწილეობას. „ბიგ ბენდის“ სოლისტები არიან: მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ნესტან ჯიბლაძე, ნინო გველესიანი, ვასილ დოლიძე.
კონცერტი ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდება!