სერიალის „უშნო ბეტის“ სცენარისტი გარდაიცვალა

1505

პოპულარული ამერიკული სერიალის „უშნო ბეტი“ სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი სილვიო ორტა გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

45 წლის ორტას გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

ცნობისთვის, „უშნო ბეტი“ კოლომბიური სერიალის ადაპტაციაა, რომელიც აშშ-ში 2006-2010 წლებში გადიოდა.