ჯასტინ ბიბერი ლაიმის დაავადებას ებრძვის

193

ჯასტინ ბიბერმა განაცხადა, რომ მას სერიოზული დაავადება დაუდგინეს და ის მას ებრძვის.

“იმ დროს, როდესაც ხალხი საუბრობს, რომ ჯასტინ ბიბერი ნეხვივით გამოიყურება, ეს მეტამფეტამინის ბრალია და ა.შ. მათ არ ესმით, რომ მე ლაიმის დაავადების დიაგნოზი დამისვეს. და არა მხოლოდ ეს, კიდევ მონონუკლეოზის ქრონიკული შემთხვევა, რომელიც ჩემს კანზე, ტვინის ფუნქციაზე, ენერგიასა და ზოგადა ჯანმრთელობაზე აისახება. ამ ყველაფერზე დოკუმენტურ სერიალში ვისაუბრებ”, – წერს მომღერალი.