თბილისში მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა 15 წლის დიჯეი დაუკრავს

183

პირველად საქართველოში, 18 იანვარს, Art Hall Venue-ში მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დიჯეი და პროდიუსერი, 15 წლის  Federico Gardenghi დაუკრავს.

მუსიკოსი, ჯერ კიდევ საშუალო სკოლაშია და ყოველ შაბათ-კვირას, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს, რათა მიჰყვეს თავის გატაცებას.

ასაკის მიუხედავად მას უკვე გამოცემული აქვს ავტობიოგრაფიული წიგნი “ABBI FEDE” და თამამად შეიძლება ჩაითვალოს ტექ-ჰაუსის ვარსკვლავად.

მან 4 წლის ასაკში დაიწყო ჰაუს მუსიკით დაინტერესება, ხოლო მისი დებიუტი დიდი აუდიტორიის წინაშე 7 წლის ასაკში შედგა, 2012 წლის ახალი წლის ღამეს.

მისი წარმატება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა 2014 წელს, როდესაც მან  ლეგენდარულ კარლ კოქსთან ერთად დაუკრა იბიცაზე. სწორედ ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიჯეი მრავალ კლუბსა და ფესტივალზე მთელს ევროპაში.

ფედერიკოსს მხარს უჭერენ ისეთი საერთაშორისო დიჯეები, როგორებიც არიან Lost Frequencies, Armin van Buuren, LOCO DICE, Fedde Le Grand, Stephan Bodzin, Max Chapman, Roberto Capuano, Luigi Madonna, Lexlay, Merk & Kremont, Matthias Tanzmann, George Privatti, Nakadia და სხვა.

2018 წელს ახალგაზრდა არტისტმა გაყიდა თავისი ნამუშევრების 80 პროცენტი და შექმნა საკუთარი სეტი არმინ ვან ბიურენის სტუდია Armada Music-ში, სადაც  ხელი მოაწერა დისკოგრაფიულ კონტრაქტს, რომლის ფარგლებშიც გამოუშვა თავისი პირველი ტრეკი ”LOCO”. ნამუშევარი მალევე მოექცა  ”GREAT BRITAIN NEW CHARTS” საუკეთესო  ოცეულის სათავეში და მისი ერთ-ერთი შემსრულებელი გახდა ისეთი ცნობილი არტისტი, როგორიცაა David Guetta.