„მამაკაცისა და ქალის“ გმირები კანში კვლავ ერთმანეთს შეხვდნენ

413

მსახიობებმა ჟან-ლუი ტრენტინიანმა და ანუკ ემემ კანში ახალი ნამუშევარი „სიცოცხლის საუკეთესო წლები წარადგინეს“. კინემატოგრაფის ისტორიაში პირველად ცნობილი ფილმის გამოსვლიდან 50 წლის თავზე მსახიობები კანის კინოფესტივალზე ერთად წარსდგნენ. 

ფილმის რეჟისორის, კლოდ ლელუშის განცხადებით ნოსტალგიამ მისი მოლოდინი გაამართლა.

„მსახიობებს შევპირდი, რომ თუ მათ ფილმი არ მოეწონებოდათ, ის ეკრანებზე არ გავიდოდა“, – განაცხადა რეჟისორმა.