ნიკოლოზ რაჭველი – „მსოფლიო შედევრები“

325

7 იანვარს, 20:00 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ნიკოლოზ რაჭველი ჩარლზ ჩაპლინის, ფედერიკო ფელინისა და ნინო როტას, მიშელ ლეგრანის, ენიო მორიკონესა და სხვა დიდი ავტორების შესახებ მოგვითხრობს.

როგორც ორგანიზატორების აცხადებენ, მსოფლიო კინომუსიკის შედევრები „მეხსიერების ბარათი“ – მაყურებელთა დასწრებითა და პოპულარობით 2014 წლიდან დღემდე უპრეცედენტოა.

კინომუსიკის პარალელურად, ეკრანი ეთმობა მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმების ფრაგმენტებსა და ლეგენდარულ კინო-მოღვაწეებს. შესრულდება ქართული კინომუსიკაც, მათ შორის გია ყანჩელის „ის აქ არის“ ფილმიდან „შერეკილები“.

საღამოზე მონაწილეობენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი. სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე (მეცო-სოპრანო), გიორგი ცაგარელი (ალტი), გიორგი შამანაური (საყვირი), რეზო კიკნაძე (საქსოფონი). სცენარის ავტორი და პროდუსერი თეონა ჯორბენაძე. ვიდეო ინსტალაციები ლევან კუხაშვილი.  დამდგმელი მხატვარი ვანო ჭელიძე. გენერალური მენეჯერი ნინო ნახუცრიშვილი.