7 იანვარს ანსამბლი ალილო კონცერტს გამართავს

468

7 იანვარს, 16:00 საათიდან ორბელიანზე ანსამბლი ალილო იმღერებს.

ორგანიზატორების განცხადებით, საახალწლო დღეების ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე ყოველდღე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება. აქ დაგხვდებათ საშობაო მარკეტი, ადგილობრივი კერძები, საბავშვო პროგრამები და სხვა.