ნინო ქათამაძის გრანდიოზული საახალწლო კონცერტი

267

4 იანვარს, 22:00 საათზე აბრეშუმის ქარხანაში ნინო ქათამაძის გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება.

ნინო ქათამაძე წარმოგიდგენთ ახალ კომპოზიციებს თქვენთვის საყვარელ ჰიტებთან ერთად. ამ კონცერტისთვის სპეციალურად მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით:

 გიტარა: ლაშა დეისაძე;

კონტრაბასი: მიშო ჯაფარიძე;

კლავიში: პაპუნა შარიქაძე;

დრამი: Tyson Jackson Dior;

საქსაფონი: Khonzi;

სიმებიანი კვარტეტი.

სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ესტუმრება და ღონისძიების ბოლოს სცენას დაიკავებს, House- სა და Disco-ს გამორჩეული ინგლისელი არტისტი DJ Jamesey Makin’ Moves.