ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა

279

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ეროვნული კულტურის შესახებ, ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველო, ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკის და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს.

სამტომეულის ავტორების მიზანია, ეს ნაშრომი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმსხვილეს არქივებსა და ბიბლიოთეკებს დაეგზავნოს.