ორი გრემის მფლობელი კომპოზიტორი გარდაიცვალა

333

ცნობილი კომპოზიტორი და სიმღერების ავტორი ალი უილისი 72 წლის გარდაიცვალა.  გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. ინფორმაციას Variety ავრცელებს.

უილისი სიმღერებს წერდა სხვადასხვა ცნობილი ჯგუფებისთვის: Pet Shop Boys, Earth, Wind & Fire, The Pointer Sisters. გარდა ამისა, ის ჯგუფ Rembrandts კომპოზიციის „Iʼll Be There for You“-ს ერთ-ერთი თანაავტორია. თავად ეს სიმღერა კი სერიალ „მეგობრების“ მთავარი მუსიკალური თემა გახდა.

აღსანიშნავია, რომ ალი უილისმა ორი „გრემის“ მოპოვება შეძლო, ფილმ „პოლიციელი ბევერლი-ჰილსიდან“ საუნდტრეკისთვის და მიუზიკლისთვის „The Color Purple“.